გურამ მაჭარაშვილი: მლოცველ ბოკუჩავას თუ ჩაანაცვლებ მცხობელი ჟორჟოლიანით, რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება

გურამ მაჭარაშვილი: მლოცველ ბოკუჩავას თუ ჩაანაცვლებ მცხობელი ჟორჟოლიანით, რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება

„ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თავმჯდომარეების შეცვლით არაფერი შეიცვლება, დაკარგეს თავიანთი ამომრჩევლების უდიდესი რაოდენობა.

„ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, აქ არაფერი შეიცვლება. მლოცველ ბოკუჩავას თუ ჩაანაცვლებ მცხობელი ჟორჟოლიანით, რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე აღარ ჰყავს. ვინ შეცვლის ბოკუჩავას, უცნობია. პარტიაში კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს ამბობენ და მიხეილ სააკაშვილის მითითებას ელოდებიან. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტიის რეფორმის გეგმას სწორედ სააკაშვილი გამოაქვეყნებს. ნანუკა ჟორჟოლიანზე პოზიციები შეცვლილია, ის თავმჯდომარე აღარ იქნება.