გიორგი ვოლსკი: საქართველო განიხილება პროქსი ომში მხოლოდ საზარბაზნე ხორცის როლში და დამთავრდა, წერტილი. ამის იქით, დღეს ახალი პოლიტიკა არ არსებობს

გიორგი ვოლსკი: საქართველო განიხილება პროქსი ომში მხოლოდ საზარბაზნე ხორცის როლში და დამთავრდა, წერტილი. ამის იქით, დღეს ახალი პოლიტიკა არ არსებობს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო ვილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ რეზოლუცია შეიცავს არაერთ სიცრუეს, უზუსტობას და ერთი ერთში იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს.  

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები პოლიტიკურად მოტივირებულია და არა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიული მიდგომა და სამართლიანი შეფასებები არ ჩანს.

"დღეს, გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი პროფესიონალური მიდგომა ამ საკითხის მიმართ არ არსებობს. არც კრიტიკაა უკვე დასაჯერებელი და არც პოზიტიური შეფასებები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სომხეთს და მოლდოვას წარმატებას არ ვუსურვებთ, მაგრამ აკრიტიკებენ ერთია, საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება იყო მიღებული, მაგრამ ეს არანაირად არ კარნახობს ფონ დერ ლაიენს ან მარტა კოსს, რომ საქართველოს მიმართ ობიექტური შეფასებები გააკეთონ. საქართველო განიხილება პროქსი ომში მხოლოდ საზარბაზნე ხორცის როლში და დამთავრდა, წერტილი. ამის იქით, დღეს ახალი პოლიტიკა არ არსებობს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.