მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-ის მთავრობის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ქცევა, მის ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება, წესების დარღვევას, მეტოქეების დაშინებასა და მოტყუებას
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანი მტკიცედ დაიცავს თავის უფლებებს.
მასუდ ფეზეშქიანმა შეერთებული შტატების პოლიტიკა გააკრიტიკა.
„აშშ-ის მთავრობის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ქცევა, მის ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება: წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება. ეს მათი MAGA-ს სახელმძღვანელოა. ირანი უარყოფს ასეთ თამაშებს. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს უფლებებს”, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ირანის პრეზიდენტმა განცხადება სპარსეთის ყურეში ღამით განხორციელებული დარტყმების შემდეგ გაავრცელა. ირანმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის თავდასხმების ტალღის საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო სამიზნეები დაბომბა.