მიმდინარე კვირაში, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ - გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირაში, 17 ივნისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.