სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ჩვენი ერთობლივი მუშაობით, დავაარსეთ თანამშრომლობის სრულიად უნიკალური ფორმატი
"ჩვენი ერთობლივი მუშაობით, დავაარსეთ თანამშრომლობის სრულიად უნიკალური ფორმატი, რომელიც ასევე ბელგრადის დეკლარაციის მიღებით დავაფუძნეთ, როგორც თანამშრომლობის მუდმივი ფორმატი", - ამის შესახებ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანა ბრნავიჩი საუბრობს.
სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია გაიმართა.
"ასევე დავადასტურეთ ჩვენი ყველა ქვეყნის ერთგულება ევროპული გზისადმი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ეკონომიკისთვის საუკეთესო გზისადმი, ისევე, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცების საუკეთესო გზისადმი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სრული ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებისადმი და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისადმი," - აცხადებს სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანა ბრნავიჩი.