შალვა პაპუაშვილი: დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის

შალვა პაპუაშვილი: დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიასთან ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ.

„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, ეს არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა და ამას ვაკვირდებით ჩვენ, მათ შორის საქართველოს მაგალითზე, ამგვარ სხვადასხვა პლატფორმაზე, როდესაც ხდება ბოროტად გამოყენება ამგვარი ორგანიზაციების საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის და სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები უფლებას აძლევენ ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომ მათ ხელში იარაღი იყვნენ.

დღეს ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის ადა თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, დღეს იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხზვის და გავრცელების, კონფლიქტების გაღვივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორები.

​ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.