ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია გააუქმა
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIVB) რუსეთის ეროვნული ნაკრებების მიმართ ადრე დაწესებული ყველა შეზღუდვის სრულად გაუქმება გადაწყვიტა.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა განმარტებული, გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს განახლებული რეკომენდაციების შესაბამისად არის მიღებული.
„ეს მიდგომა ასახავს FIVB-ის ერთგულებას, დაიცვას სპორტსმენების ფუნდამენტური უფლება - ჰქონდეთ წვდომა სპორტზე, მათი მოქალაქეობის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება ვრცელდება რუსეთის ფრენბურთის ყველა ნაკრებზე, მათ შორის კაცთა და ქალთა ეროვნულ გუნდებზე. რუსეთის ფედერაციის სპორტსმენები კვლავ შეძლებენ FIVB-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე ასპარეზობას.
რუსეთის ეროვნულ გუნდებს მსოფლიო რეიტინგში ის ქულები აღუდგებათ, რომლებიც მათ რეიტინგის გაყინვის მომენტში ჰქონდათ. სპორტსმენები რუსეთის ფედერაციის დროშის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების გამოყენებას FIVB-ისა და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის შეხედულებისამებრ შეძლებენ.