ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, თუ კიევი უმცირესობების შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს
ევროკავშირის მოლაპარაკებები უკრაინასთან შეწყდება, თუ კიევი არ შეასრულებს შეთანხმებას ზაკარპატიის ოლქში უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებების აღდგენის შესახებ, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა.
„თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, მაშინ გაწევრიანების პროცესი თავების პირველი კლასტერი ავტომატურად შეჩერდება“, - აღნიშნა ორბანმა.
მან აღნიშნა, რომ მრავალკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, უნგრეთმა და უკრაინამ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს, რომელშიც უნგრული უმცირესობის უფლებებია დაფიქსირებული. ორბანის თქმით, ეს შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშია შეტანილი.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაწევრიანების არსებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს პროცესს, რომელიც შედეგებსა და რეფორმებზე იქნება დაფუძნებული.