ტატა ხვედელიანი – „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი პარტიას ციხიდან სრულფასოვნად რომ მართავს და მთელ საქართველოს მოძღვრავს, ამით „ოცნება“ სარგებელს იღებს, „ნაცმოძრაობაზე“ დგას

ტატა ხვედელიანი – „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი პარტიას ციხიდან სრულფასოვნად რომ მართავს და მთელ საქართველოს მოძღვრავს, ამით „ოცნება“ სარგებელს იღებს, „ნაცმოძრაობაზე“ დგას

პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, საკუთარ პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს – „ოცნების“ დამსახურება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნება“ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას, დამნაშავეებს აძლევს საშუალებებეს და არათანაბარ პირობებში აქცევს პატიმრებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ გვყვავს „სინდისის პატიმრები“, რომელთა ნახვაც ჩვენთვის სანატრელია, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეთითხნილი ბრალდებების გამო სისხლისსამართლებრივ დევნაშია და სრულფასოვანი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ამ დროს, ვხედავთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, როგორ ახერხებს პირდაპირ ეთერში აგიტაციას, საკუთარი პარტიის წევრებთან საუბარს. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დამნაშავე და არავითარი წესების დადგენის უფლებაზე საუბარი არაა. ის თუ წესებს ადგენს, „ოცნების“ დამსახურებაა, რადგან „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.