ბარსელონაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა, ტყის ხანძრების მაღალი რისკის გამო საგანგებო მდგომარეობის მაღალი დონე გამოცხადდა

ბარსელონაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა, ტყის ხანძრების მაღალი რისკის გამო საგანგებო მდგომარეობის მაღალი დონე გამოცხადდა

ბარსელონაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.

მედიის ცნობით, ესპანეთში სიცხის ახალი ტალღაა, ჰაერის ტემპერატურა 40,5 გრადუსს აღწევს, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ხელისუფლებამ ბარსელონაში ტყის ხანძრების მაღალი რისკის გამო საგანგებო მდგომარეობის მაღალი დონე გამოაცხადა.

სინოპტიკოსების თქმით, მაღალი ტემპერატურა, სულ მცირე, კიდევ სამი დღე გაგრძელდება.