ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც სომხეთი კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს ამოიღებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო ერევანთან სამშვიდობო შეთანხმებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც სომხეთი კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს ამოიღებს.
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა უკვე დაასრულა და დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერა.
„სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი უკვე პარაფირებულია და ღიაა საზოგადოებისთვის. აზერბაიჯანული მხარის მიდგომა აღნიშნული საკითხის მიმართ პრინციპულია. სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე გაახმოვანა. ჩვენი მოლოდინია, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიებს ამოიღებენ. ამის შემდეგ შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ბაირამოვმა.