მიხეილ დუნდუა: ქვეყანა აჩვენებს ძლიერ შედეგებს, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც

მიხეილ დუნდუა: ქვეყანა აჩვენებს ძლიერ შედეგებს, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც

ინვესტიციების მოზიდვით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 12-ე ადგილზეა. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს.

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და NATO-ს წევრ 28 სახელმწიფოს. ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის თემატურ კვლევებს, რომლებიც ინვესტიციების თავისუფლების და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავშირდება.

"ქვეყანა აჩვენებს ძლიერ შედეგებს, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც და თუ დავეყრდნობით ბოლო კვლევას და პროგნოზებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, რომლის მიხედვითაც მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი წელს უნდა იყოს ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი და ეს ფულად გამოხატულებაში პირველად გადაასწრებს 10 მილიარდ დოლარს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების ჯამით, ყოველწლიურად საშუალოდ გაიზრდება თითო მილიარდი დოლარით. ყველა ეს კვლევა და მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.