პავლე მაჭარაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა
მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა.
პავლე მაჭარაშვილმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური საქმიანობისა და უსაფრთხო, მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მანდატურის სამსახურის უფროსმა ისაუბრა პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, სკოლებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და მანდატურების პროფესიული განვითარების მხარდაჭერაზე.
შეხვედრაზე განიხილეს სამსახურის პრიორიტეტები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მანდატურის სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.