სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს, შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის, მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. მინისტრმა მერაბ დვალიშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და 11 ივლისს RAF-ის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა. შალვა გოგოლაძემ ლევან ჩოხელს UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგება მიულოცა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობის პერსპექტივებზეც. მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, მან საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა, 11 ივლისს კი RAF-ის ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ჰენრი სეჰუდოს შეხვდება. ხოლო ლევან ჩოხელს UFC-ში დებიუტი წელს ჰქონდა, მან სადებიუტო ბრძოლაში ლეონ შაჰბაზიანი დაამარცხა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.