ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან, კომიტეტის წევრებთან, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატ ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ლაშხთან, კომიტეტის წევრებთან, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატ ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, განათლების კომიტეტის წევრებმა ზემო აჭარაში ხულოსა და შუახევის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას უკავშირდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესება და მთიან მუნიციპალიტეტებში მოსწავლეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა რეგიონის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მთიანი რეგიონის სკოლებისთვის არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - მიგრაციულ პროცესებზე, რის გამოც ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირდა. აღინიშნა, რომ ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის შემდეგ მიგრაციული პროცესები შენელდა, ხოლო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება.