საკრებულოს წევრები შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ახალი სპეციალიზებული საავტომობილო პარკის პრეზენტაციას დაესწრნენ

საკრებულოს წევრები შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ახალი სპეციალიზებული საავტომობილო პარკის პრეზენტაციას დაესწრნენ

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინა, რაც სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

ახალი სპეციალიზებული საავტომობილო პარკის სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალიზებული ტექნიკა საზოგადოებას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. 

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო. 

ღონისძიებას ასევე დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, მერიისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

კომპანიის მიერ შეძენილია სტანდარტული და ორმაგკაბინიანი თვითმცლელები,  მიკროავტობუსები, ბორტიანი სატვირთო ავტომობილები სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით და შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი ფურგონები - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები. გარდა ამისა, შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმები. 

განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა „ეკოსერვის ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და ქალაქის გამწვანების მიმართულებით თანამედროვე მიდგომები დანერგოს.