წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, შესრულდება შენობის გამაგრების სამუშაოები.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.