პაატა სალიამ მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა

პაატა სალიამ მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა.

მინისტრი ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა, გაეცნო მოქალაქეთა მომსახურების პროცესს, ადგილზე განიხილა მიმდინარე პროექტები და მათთან ერთად სამომავლო გეგმებსა და განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფას, მომსახურების სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და რეგიონებში იუსტიციის სახლის სერვისების განვითარებას. ამასთან, აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თანამედროვე სახელმწიფო სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები მოქალაქისთვის.

პაატა სალიამ მესტიის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ინოვაციური და მოქალაქეზე ორიენტირებული პროექტია, რომლის განვითარებაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.