ირაკლი კობახიძე – მთავარია, აგენტურა მოშლილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოღალატეობრივ ძალას სათანადო სამართლებრივი პასუხი სჭირდება, ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს

ირაკლი კობახიძე – მთავარია, აგენტურა მოშლილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოღალატეობრივ ძალას სათანადო სამართლებრივი პასუხი სჭირდება, ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს

მთავარია, მოღალატეობრივ, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი არჩევნებზე საზოგადოების პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი და ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს.

„მთავარია, აგენტურა მოშლილია. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური აგენტურა. გამომდინარე იქიდან, რომ აგენტურა იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ, თუნდაც წლების წინ. შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისთვის ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს“, – აღნიშნა კობახიძემ.