ირაკლი კობახიძე – აგენტურა როდესაც ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ მათი განწყობაა ტერორისტული, ყველა სამართლებრივი პროცესი ბოლომდეა მისაყვანი
აგენტურა როდესაც ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ნიშნავს, რომ მთლიანად სახელმწიფოს მიმართ მათი განწყობა და დამოკიდებულებაა ტერორისტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დაწყებული სამართლებრივი პროცესი ბოლომდეა მისაყვანი.
„მე ვიცი ის, რაც ყველამ იცით. ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ეს არის უმძიმესი დანაშაული და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს. ეს ადამიანები, აგენტურა როდესაც ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება არის ტერორისტული. ამას სჭირდება სათანადო, სამართლებრივი შეფასება. ბოლომდეა მისაყვანი ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რაც არის დაწყებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.