თენგიზ შარმანაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ფარგლები და შეზღუდვები, ეს აქამდეც იყო ცნობილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა

თენგიზ შარმანაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ფარგლები და შეზღუდვები, ეს აქამდეც იყო ცნობილი და კიდევ ერთხელ დადასტურდა

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ფარგლები და შეზღუდვები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

„ეს აქამდეც ცნობილი იყო და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ასეა. შეგიძლია, კრიტიკული გამონათქვამი და პოზიცია გქონდეს, მაგრამ ეს იმ ფორმით გამოხატო, რაც შეურაცხყოფელია, რა თქმა უნდა, ამის უფლება არ გაქვს. ვინც სიძულვილის ენის თემაზე მუშაობს, ყურადღებას იმას არ აქცევენ, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს და ვინ ვისი მომხრეა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.