ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ
ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ სრულიად საპირისპირო სურათი იხილა.
„ყველა ვხედავდით რამდენად კარგად ჩაიარა და მნიშვნელოვანი იყო ეს ფორმატი, რომლითაც ვესაუბრებოდით ახალგაზრდებს მათთვის ყველაზე საჭირო თემაზე. რაც ყველაზე მთავარი იყო, ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ.
ძალიან კარგად და დადებითად ჩაიარა ამ ყველაფერმა. ვფიქრობთ, რომ გაგრძელება აუცილებლად ექნება ამას, ვმუშაობთ ფორმატზე. დღევანდელი შეხვედრაც მიმართული იყო ამისკენ, რომ პარტიის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრეთ იმ ყველა საკითხზე, რაც ახალგაზრდების მხრიდან იყო დასმული - პრობლემაზე, ყველა გამოწვევაზე. ვიცით, რომ ჯერ კიდევ რჩება რეგიონებში პრობლემები და ამ საკითხების მოგვარებაზე იყო საუბარი“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.
პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი და აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში.