თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტი წარადგინა. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის" ფარგლებში, კონკურსის მექანიზმის პარალელურად დამატებით შემოდის საპროექტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა. კერძოდ, შესაბამის სფეროში მოქმედ სუბიექტებს უფლება ექნებათ, სამსახურს წარუდგინონ საპროექტო განაცხადი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროგრამის პრიორიტეტებზე, მათ შორის საერთაშორისო, გაცვლითი და/ან სარეზიდენციო პროექტების განხორციელებაზე და ემსახურება პროგრამის მიზნების მიღწევას. ამასთან, იზრდება ფინანსური ზღვარი და 25 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 30 000 ლარი.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილება და ასევე ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიბების განსაზღვრის საკითხი გააცნო კომისიის წევრებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით", რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე, დედაქალაქში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს. საკითხები სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახითა და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.