შალვა პაპუაშვილი: „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა

როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ.

„აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა. როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ,”- წერს პაპუაშვილი.