დონალდ ტრამპი: გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან - ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ

დონალდ ტრამპი: გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან - ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, ხედავს შესაძლებლობას, „რამე გააკეთოს“ უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას „კარგი“ საუბრები ჰქონდა ზელენსკისა და პუტინთან.

„გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან. და ვხედავ, რომ, შესაძლოა, ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შევძლოთ. მე ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, ორივე მათგანი ღიაა ამისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფოკუსირებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე და დააკვირდება, „შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“.

„ჩვენ ამაზე მოვახდენთ კონცენტრირებას და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამას. ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები, და ეს არ უნდა ხდებოდეს. გუშინ ორი ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ“, - თქვა ტრამპმა.