ევროკავშირმა უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ განაცხადა.
„COREPER-ის დღევანდელი გადაწყვეტილება მე-6 კლასტერის, „საგარეო ურთიერთობების“, გახსნის შესახებ, მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში“, - წერს ის.
მეექვსე კლასტერი მოიცავს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ვაჭრობას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და თანამშრომლობას განვითარების სფეროში.
კაჩკას თქმით, საბოლოო ფორმალური გადაწყვეტილება 14 ივლისს, მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებშია მოსალოდნელი.
15 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი, „ფუნდამენტური“ კლასტერი.