მიხეილ სააკაშვილი: ბათუმის საზღვაო აკადემია, რომელიც თავის დროზე მე გადავარჩინე, ქოცებმა აქციეს რუსეთისთვის კრიმინალური კადრების სამჭედლოდ
უდიდესი სირცხვილია ქართველი ერის, რომ უკვე მერამდენე რუსულ არალეგალურ ტანკერზე, ევროპელებმა დააკავეს ქართული ეკიპაჟი შეიარაღებული ძალების გამოყენებით- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს გარდაუვალად გამოიწვევს მეზღვაურების საერთაშორისო შავ სიაში შეყვანას.
„ყოველგვარი ენის მოჩლექის გარეშე, უდიდესი სირცხვილია ქართველი ერის, რომ უკვე მერამდენე რუსულ არალეგალურ ტანკერზე, ევროპელებმა (ამჯერად ბრიტანელებმა) დააკავეს ქართული ეკიპაჟი შეიარაღებული ძალების გამოყენებით.
ბათუმის საზღვაო აკადემია, რომელიც თავის დროზე მე გადავარჩინე, ქოცებმა აქციეს რუსეთისთვის კრიმინალური კადრების სამჭედლოდ. ქოცურ კრიმინალურმა სინდიკატმა ჯერ ქოლცენტრებით გაავსო ჩვენი ქვეყანა და ახლა კი დამატებით აქცია მეკობრე-მეზღვაურთა მსოფლიო ცენტრად.
ეს არამხოლოდ გარდაუვალად გამოიწვევს ჩვენი მეზღვაურების საერთაშორისო შავ სიაში შეყვანას, რომლისგანაც ძლივს გამოვიყვანე ჩემი პრეზიდენტობის დროს, არამედ იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება.“-წერს სააკაშვილი.