შსს-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დაზარალებულებთან ფიქტიური გარიგებები გააფორმეს და 25 700 ლარი ჩაარიცხინეს, რაც სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.