გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.
„ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზეც, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აღმოსავლეთ გერმანიის მხარის, საქსონია-ანჰალტის რეგიონული პარლამენტის სექტემბრის არჩევნების წინ გამოკითხვებში დამაჯერებლად ლიდერობს.
„გამოკითხვები ჯერ კიდევ არ არის არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ მას არ აქვს შთაბეჭდილება, „თითქოს იქ ყველაფერი უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილი იყოს“.