მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება

მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა დღეს პარიზში გაიმართება

უკრაინის, ნატოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე შეიკრიბებიან.

მიზანი - მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელი საკითხების შესრულებაა. შეხვედრაზე 30 ლიდერია მიწვეული, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დროებითი კოალიციის ყველაზე მასშტაბურ შეკრებას წარმოადგენს.