კაია კალასი: ახლა ჩვენ გვაქვს სირთულეები საქართველოსთან დაკავშირებით რადგან, რეალურად, არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა

კაია კალასი: ახლა ჩვენ გვაქვს სირთულეები საქართველოსთან დაკავშირებით რადგან, რეალურად, არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება იქნება.

საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კავშირების არარსებობასა და საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობაზე განცხადება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გააკეთა.

"რაც შეეხება შავი ზღვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს გასული წლიდან, ახლა ამის იმპლემენტაცია მიმდინარეობს. შავი ზღვის გარშემო არსებული სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ჩვენ ასევე გვაქვს სირთულეები, პრობლემები საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ რეალურად არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან და ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი," - განაცხადა კაია კალასმა.

"ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მთავრობისა და მოქალაქეების ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯვნის მცდელობა ანტიდემოკრატიულია.