ირაკლი ქადაგიშვილი: ეტაპობრივად აღდგა თითქმის ყველგან გაზის მიწოდება, ელექტროენერგია ყველგან მიეწოდება. სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ირაკლი ქადაგიშვილი:   ეტაპობრივად აღდგა თითქმის ყველგან გაზის მიწოდება, ელექტროენერგია ყველგან მიეწოდება. სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თელავში, სტიქიით შედეგად მიყენებული ზარალის გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში მოხდა კავკასიონის ქუჩის სრულად გათავისუფლება.

მისი თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც შეეხება არხის და გზების ხელახლა მშენებლობას. 

"პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღეში მოხდა გზების გახსნა. ახლა ეტაპობრივად აღდგა თითქმის ყველგან გაზის მიწოდება, ელექტროენერგია ყველგან მიეწოდება. ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასასრულისკენაც წავა. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც შეეხება არხის და გზების ხელახლა მშენებლობას, აგრეთვე ყველა იმ მიმდებარე ინფრასტრუქტურის ახლიდან აღდგენას, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.