„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა, - ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადიენერგიის წარმოების განვითარებაზე.

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს გაეცნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

შემეცნებითი ტურის პრაქტიკული ნაწილისსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ასევე დაათვალიერესსსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს, რაც ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.