ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა

ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა

იურისტი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმრო და რესტორნები აშენდება. 

„რიყის დოქები დაინგრევა და აქ სასტუმრო/კაზინო/რესტორნები აშენდება. კალაძის მერიამ დანგრევის ნებართვა უკვე გასცა. ეს ძალიან მსხვილმასშტაბიანი კორუფციაა - საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად უფასოდ ,,დათრევა”,- წერს ირაკლი აბესაძე.