სოფელ არადეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

სოფელ არადეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

სოფელ არადეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ არადეთში შიდა საუბნო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისრინებულია 400 მეტრამე ასფალტობეტონის საფარის , ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფუძვლის მოსაწყობი სამუშაოები ქვიშახრეშოვანი ნარევით.

პროექტს ახორციელებს შპს „გ.კ“.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.