ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

კონსერვატიული რადიოწამყვანის, ჰიუ ჰიუიტის გადაცემაში სტუმრობისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ირანულ სამიზნეებს, თუმცა უარი განაცხადა ოპერატიული დეტალების განხილვაზე.

„ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.