გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული
გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2"- ს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.