ფრიდრიხ მერცი: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს
გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ომში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. პარიზში გამართულ მსურველთა კოალიციის სამიტზე, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთზე წნეხს განაგრძობს.
„სულ უფრო ცხადი ხდება და რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რუსეთი თავის ომის მიზნებს ვერ განახორციელებს“, - აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.
გერმანიის კანცლერმა მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დროა.