დონალდ ტრამპი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ყველა შესაძლებლობას გავუნადგურებთ, საბოლოო ყველაფერზე ჩვენ დავამყარებთ კონტროლს
დაძაბულობა სპარსეთის ყურეში უკიდურესად გაიზარდა. ამერიკამ ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია განაახლა. საჰაერო იერიშები ირანის სამხედრო ობიექტებზე ხუთ საათს გრძელდებოდა. ვაშინგტონის განცხადებით, მიზანი ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხოების დაცვაა. დონალდ ტრამპმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია.
"ჩვენ წინ მივდივართ. დღეს ღამით მათზე თავდასხმას განვახორციელებთ და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ყველა შესაძლებლობას გავუნადგურებთ. ვფიქრობ, საბოლოოდ, ყველაფერზე ჩვენ დავამყარებთ კონტროლს. რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან სულელური და უკიდურესად უაზროა. საკუთარ ხალხსაც საშინლად ექცევიან. ჩვენ ისეთი რესურსები და საბრძოლო შესაძლებლობები გვაქვს, როგორიც წლების განმავლობაში არ გვქონია, მათ ძალიან ძლიერად ვურტყამთ. ჰორმუზის სრუტესაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ბლოკადას აღვადგენთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც ირანთან საქმიანობს, ჰორმუზის სრუტით ვეღარ გაივლის,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.