ირანმა ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ტანკერებს შეუტია
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე მიიტანეს იერიში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მომხდარს დაუდევარი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ იერიშის დროს დაიღუპა ეკიპაჟის 1 წევრი (ინდოეთის მოქალაქე), 8 კი დაშავდა.
ირანმა ასევე იერიშები მიიტანა იორდანიასა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ ობიექტებზე. ამერიკის შეერთებული შტატები კი ზედიზედ მესამე ღამეა ირანს უტევს - მათი მიზანია გაანადგურონ თეირანის ის სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ის კომერციულ ხომალდებს თავს ესხმის.