რუსთავში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან და ახმეტელის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.
სამუშაოები ამ ეტაპზე, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან და ახმეტელის ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ანალოგიური სამუშაოები უკვე დასრულებულია მელიქიშვილის ქუჩაზე, მე-17 მიკრორაიონის N26 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, შარტავას სახელობის და მეგობრობის გამზირზე.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, რამდენიმე მისამართზე, სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება, 10 ლოკაციაზე, კი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
სამუშაოები 1 920 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.