ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ის, რომ „ქრონიკასთან“ ეუთო-ს სათავო ოფისმა თავი აარიდა კითხვებზე პასუხს, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.
„ეს არის გაქცევა პასუხიდან. ერთმა ხელმა არ იცის, მეორე ხელი რას აკეთებს?! მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები“, - აღნიშნა მახაშვილმა.