ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

„ამ კითხვებზე პასუხს არ უნდა ელოდოთ, რადგან ფიზიკურად არ არსებობს პასუხი. ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად. ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.