მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სოფელ ნათლისმცემიდან თბილისში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა

მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სოფელ ნათლისმცემიდან თბილისში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული რელიეფის გამო, მისი ავტომობილით დროულად ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო.