დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.
„ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება [ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის] გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. იმდენად დიდ აბსურდში არიან გადასულები, იმდენად ღრმად არიან ჩაფლული „დიფ სთეითის“ ნაკარნახევი გეგმით მოქმედებას, რომ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან უკვე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.