ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინას ვიზიტით ეწვია. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეს უკრაინის დედაქალაქში მისი მე-11 ვიზიტია.

„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი აკრიფა. სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

კიევში ის აპირებს დააანონსოს ახალი ინიციატივები უკრაინისა და ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციის მიმართულებით. მხარეები ასევე განიხილავენ გაწევრიანების საკითხებსა და მომავალი ზამთრისთვის მზადებას.