სტამბოლის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო
სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
მედიის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუ და საქმეში მონაწილე სხვა პირები „სუმუდის ჰუმანიტარული ფლოტილიის“ წევრების დაკავების გამო ცნო დამნაშავედ.
მათივე ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, გენოციდს, სისასტიკეს, სხეულის განზრახ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მოიცავს.
ცნობისთვის, „სუმუდის ფლოტილია“ საერთაშორისო სამოქალაქო ჰუმანიტარული ინიციატივაა, რომელიც ათობით ქვეყნიდან აქტივისტებს, ექიმებსა და მოხალისეებს აერთიანებს. ორგანიზატორების თქმით, მისი მისიის მიზანი ზღვით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაა ანკლავში არსებული ვითარებას მიმართ. ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ბლოკადის დარღვევას და მათ ფლოტილიის გემი დააკავეს. გემზე მყოფი აქტივისტები დაკავების შემდეგ ისრაელიდან დაადეპორტეს.