აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.