რატი იონათამიშვილი – ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, სად არის რადიკალური ოპოზიცია, ეს ადამიანები არიან აგენტები და აგენტურული კანტორა
ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, სად არის რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები არიან არა პოლიტიკოსები და პარტიები, არამედ აგენტები და აგენტურული კანტორა.
„ჯერ კოდევ გუშინ რევოლუციაზე აღტკინებით საუბრობდნენ, დღეს ამბობენ, რომ ისიც კი არ იციან, სად არიან. სინამდვილეში, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, სად არის რადიკალური ოპოზიცია. სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან არა პოლიტიკოსები და პარტიები, არამედ აგენტები და აგენტურული კანტორა. რასაც ვხრდავთ, მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში არიან, საიდანაც, რა თქმა უნდა, თავს ვერ დააღწევენ. იმ ტალახის აზელვაზე, რაზეც დღეს თავად საუბრობენ, პოლიტიკურ ტალახში კიდევ დიდი ხანი ყოფნა მოუწევთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.