დავით მათიკაშვილი: ეუთომ სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო და კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან
კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
„ეუთომ სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. კიდევ უფრო სამარცხვინოა ეუთოს ცენტრალური ოფისის გამიჯვნა საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებთან. ის ტყუილი, სიცრუით გაჯერებული დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული, აჩვენებს კიდევ ერთხელ დღევანდელ სამწუხარო მოცემულობას, როდესაც ქართველ ხალხზე ხდება თავდასხმა ერთადერთი მიზეზის გამო. მათ არ მოსწონთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების არჩევისა, რომელმაც არა ომში, არა ეკონომიკურ ნგრევაში, არამედ მშვიდობით, ეკონომიკური წინსვლის გზით ატარებს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთადერთი მიზეზი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.